Need.ge შეიქმნა სამშენებლო სფეროში რესურსების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად და დასაქმების გასამარტივებლად. ეს არის პირველი სამშენებლო სფეროში რესურსების მოძიების და დასაქმების პორტალი, სადაც კონკრეტული სამუშაოების/მომსახურების ან/და პერსონალის მაძიებლებს საშუალება აქვთ განათავსონ განცხადებები და გაიმარტივონ რეკრუტინგის პროცესი.
დღეს, შედარებით მარტივია სამშენებლო მასალების ან/და მანქანა მექანიზმების მოძიება სხვადასხვა ციფრული რესურსის გამოყენებით, თუმცა, არ არსებობს უშუალოდ სამშენებლო სფეროზე სპეციალიზებული პორტალი, სადაც ამ სფეროში დასაქმების მსურველსა და შრომითი რესურსების მაძიებლებს შეუძლიათ იპოვონ ერთმანეთი.
Need.ge შეიქმნა სამშენებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, მ.შ დამსაქმებლების მიერ, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე შრომით ბაზარზე დაკვირვებით შექმნეს რესურსი, სადაც კომპანიებს და დასაქმების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ ის რაც სჭირდებათ. მაშინ, როდესაც უამრავი დეველოპერული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, შესაბამისი შრომითი რესურსის ოპერატიულად პოვნა წარმოადგენს დიდ გამოწვევას, რასაც ამძაფრებს ამ სფეროში რესურსების დეფიციტი.
ჩვენი მიზანია, ვიყოთ ის პირველი ფიქრი, რაც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს თუ ინდივიდებს მოაფიქრდებათ, როდესაც გადაწყვეტენ მოიზიდონ რესურსი ან დასაქმდნენ ამ სფეროში.